online.mkurnali.ge
პროფილი FACT SHEET
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

ჭარბი წონის მიზეზები და პრობლემის გადაჭრის მეთოდები

ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი მაია ჩიქობავა. ხშირად სიმსუქნის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი კვებითი ქცევის დარღვევაა. ჯანმრთელი ადამიანის ენერგეტიკული საჭიროება 2200-2600 კილოკალორიაა. თუ თქვენი რაციონი გაჯერებულია რაფინირებული პროდუქტებით (შაქარი, ცხიმი, ა.შ.) და მიიღებთ აღნიშნულზე მეტ კალორიას, მათი დიდი რაოდენობა თავდაპირველად გარდაიქმნება გლუკოზად და შემდეგ, როდესაც ორგანიზმი ვერ მოიხმარს მას ენერგიის სახით (ანუ არ ხდება ენერგიის დახარჯვა დაბალი ფიზიკური აქტივობის გამო) ჩალაგდება ცხიმოვან ქსოვილში.

 
ხშირია ასევე ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული სიმსუქნე. ამ დროს სასქესო ჰორმონების გარდა
 
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის განსაზღვრასაც, რადგან ისინი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე, მათ შორის ცხიმების ცვლაზეც ზემოქმედებენ. ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობისას სუსტდება ნივთიერებათა ცვლა. შედეგად, სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და სხვა ლიპიდების რაოდენობა მატულობს.

 

 

 

← უკან