online.mkurnali.ge
მალე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

ღვიძლისთვის სასარგებლო 7 პროდუქტი

ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. გარკვეული პროდუქტები დადებითად მოქმედებს ღვიძლზე, აქვეითებს დაავადების განვითარების რისკს, ზრდის ანტიოქსიდანტების დონეს და იცავს მას მავნე ტოქსინებისგან.

Man holding liver illustration against gray wall background. Premium Photo

ყავა - ერთერთი საუკეთესო სასმელია, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ღვიძლის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ის ზრდის ანტიოქსიდანტების დონეს, ამცირებს ანთებას. ყავა ასევე აქვეითებს ღვიძლის დაავადების და გაცხიმოვნების განვითარების რისკს.

ჩაი - შავი და მწვანე ჩაი აუმჯობესებს ღვიძლში ფერმენტების დონეს. მიუხედავად ამისა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა თუ მწვანე ჩაის ექსტრაქტს ღებულობთ, იმდენად რამდენადაც მან შეიძლება ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს.

გრეიფრუტი - ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გრეიფრუტში არსებული ანტიოქსიდანტები იცავს ღვიძლს, ამცირებს ანთებას და აძლიერებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს.

#!#

ყურძენი - როგორც კვლევამ აჩვენა, ყურძენი და ყურძნის წიპწების ექსტრაქტი იცავს ღვიძლს დაზიანებისგან, ზრდის ანტიოქსიდანტების დონეს და ებრძვის ანთებას.

ჭარხლის წვენი - იცავს ღვიძლს ჟანგვითი დაზიანებისა და ანთებისაგან, ამავდროულად ზრდის მისი დეტოქსიკაციის ბუნებრივ ფერმენტებს.

კომბოსტო
 - ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო ზრდის ბუნებრივი ფერმენტების დონეს, იცავს ღვიძლს დაზიანებისაგან და ზრდის სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონეს.


ნიგოზი - აუმჯობესებს ღვიძლის ფერმენტების დონეს და აქვეითებს დაავადების განვითარების რისკს.

#!#

← უკან