online.mkurnali.ge
მალე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება - ნევროზი

ნევროზი დღესდღეობით ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და გვხვდება თითქმის ყველა ასაკში. ნევროზი ძირითადად განპირობებულია თავის ტვინის ფუქნქციონირების მოშლით, რაც თავისთავად გამოწვეულია სტრესული სიტუაციებით.

რაც შეეხება სიმპტომატიკას, ნევროზი შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფსიქოგენური სიმპტომატიკით :შფოთვა, დაღლილობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა,შრომის უნარის დაქვეითება,  არასრულფასოვნების კომპლექსი ან პირიქით გადაჭარბებული თვითშეფასება, უძილობა.

.ასევე სომატური(ორგანოენის მხრივ)გამოხატული სიმპტომებით : გულის აჩქარება ტკივილი გულის , მუცლის, კიდურების არეში, არტერიული წნევის ცვალებადობა, გულის წასვლის ეპიზოდები,  თავბრუსხვევა.

ნევროზი თავის მხრივ შეიძლება იყოს პირველადი ან რაიმე სხვა ორგანული პათოლოგიის თანმხლები დაავადება, ამიტომ დიანოსტიკისათვის საჭიროა სრულყოფილი ნევროლოგიური და ინსტრუმენტულ- ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

ნევროზის მკურნალობისათვის გამოიყენება ფსიქოთერაპიული და მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია გამომწვევი სტრესული ფაქტორის აღმოჩენა და აღმოფხვრა.

#!#

← უკან