online.mkurnali.ge
მალე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

როგორი სიმპტომატიკა ახასიათებს ღვიძლის დაავადებებს და რა მეთოდებით მკურნალობენ მათ? - ინტერვიუ გასტროენტეროლოგ გოჩა ბარბაქაძესთან

ღვიძლის დაავადებები ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება და პაციენტები ექიმს გართულებულ მდგომარეობაში მიმართავენ-ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალისა და თანამედროვე აპარატურის მეშვეობით უკვე საქართველოშიც შესაძლებელია რთული ოპერაციების წარმატებით ჩატარება, ექიმები გვირჩევენ, პერიოდული დიაგნოსტიკა მაინც გავიაროთ-ხოლმე.

საინტერესოა, რამდენად გავრცელებულია საქართველოში ღვიძლის დაავადებები და რა მეთოდებით მკურნალობენ მათ? ამის შესახებ დეტალურად კლინიკა "ენმედიცის" ექიმს, პროფესორ, გასტროენტეროლოგ გოჩა ბარბაქაძეს ვესაუბრეთ, რომელიც ღვიძლზე იშვიათ და რთულ ოპერაციებს ატარებს:

საქართველოში რამდენად გავრცელებულია ღვიძლის დაავადებები და თქვენი გამოცდილებით, ძირითადად, რა სახის არის ისინი?

ზოგადად ღიძლის სიმსივნეები საერთო ონკოლოგიური

 

დაავადებების 0.7-1%-მდე აღწევს, ღვიძლის პირველადი სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ჰეპატოცელულარული კიბო, უფრო იშვიათად ანგიოსარკომა, ჰეპატობლასტომა. სადინროვანი ანუ ქოლანგიოკარცინომა ღვიძლის სიმსივნური დაავადებების 30 პროცენტამდეც შეიძლება მიაღწიოს.

თუ განვიხილავთ ღვიძლის მეორად სიმსივნურ დაზიანებას ანუ მეტასტაზურ დაზიანებას, აქ სტატისტიკა უფრო სავალალოა. ღვიძლის მეტასტაზური დაზიანება დაახლოებით 10-ჯერ აღემატება პირველად 

სიმსივნეებს. მათ შორის, 2/3 უკავია კოლორექტალურ ანუ მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნეების მეტასტაზირებას.

 

აღნიშნული დაავადების და პრობლემის მკურნალობა ბუნებრივია, გულისხმობს კომბინირებულ მკურნალობას, რაშიც ქირურგიასთან ერთად იგულისხმება აბლაცია, რადიოთერაპიული, ქიმიოთერაპიული, ჰორმონალური და სხვა მეთოდები, რომლის შერჩევა კონკრეტულ პაციენტთან მულტიდისციპლინარულ რეჟიმში განხილვით ხდება.
 
რა ზოგადი სიმპტომატიკა ახასიათებს ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებს, რათა ასეთის შემთხვევაში, პაციენტებმა დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს? რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ოპერაცია?
 
სამწუხაროდ დაავადება საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ ვითარდება, მისი გამოვლინება უკვე გართულებებით გამოიხატება: სიყვითლე - როდესაც სიმსივნის ჩაზრდით, ზეწოლით ან ზომაში მატების გამო ხდება ნაღვლის სადინრების დახშობა; ტკივილი - რომელიც გამოწვეულია სიმსივნის ჩაზრდით პერიტონეუმის ფურცელში, მეზობელ ორგანოებში ან ზეწოლით. თუმცა გართულებებამდე პაციენტს შეიძლება აღენიშნოს სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, საერთო სისუსტე.

 

უმეტეს შემთხვევაში, სიმსივნის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა შემთხვევით ხდება სხვა დაავადებების გამო ჩატარებული კვლევების დროს, ამიტომ აუცილებელია ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით კი ქრონიკული ჰეპატიტების, ვირუსული, ალკოჰოლური, მედიკამენტური და სხვა გართულებების მქონე პაციენტებმა ხშირად ჩაიტარონ გეგმური კვლევები, ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი კვლევა - მუცლის ღრუს ექოსკოპია.
 

 

საინტერესოა, რა სახის ოპერაციები კეთდება კლინიკა "ენდმედიციში" ღვიძლზე?
 
ჩვენი გუნდის მიერ კლინიკაში შესრულებულია ღვიძლის როგორც ღია ქირურგიული, ისე ლაპაროსკოპული რეზექცია. რამდენიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა საქართველოში პირველად შესრულდა და დაინერგა. 2016 წლიდან აქტიურად დაიწყო მიკროტალღური აბლაციის გამოყენება როგორც ლაპაროსლოპული, ისე ღია ქირურგიული მეთოდით.

 

2017 წელს შესრულდა პირველი ღვიძლის ანატომიური რეზექცია ლაპაროსკოპიით. 2018 წელს - ღვიძლის ორეტაპიანი რეზექცია. აგრეთვე, მიკროტალღური აბლაცია საშუალებას გვაძლევს, შესრულდეს კომბინირებული ოპერაცია: როდესაც დიდი ზომის წარმონაქმნია ღვიძლის რომელიმე წილში და ამავდროულად მეორე წილში ფიქსირდება რამდენიმე სიმსივნური წარმონაქმნი.

 

შესაძლებელია, ერთდროულად ჩატარდეს ღვიძლის დაზიანებული უბნის რეზექცია და არსებული სიმსივნური წარმონაქმნი აბლაცია.
 
 
 
როგორც ვიცი, ერთ-ერთი ოპერაციის სახე არის ღვიძლის ორეტაპიანი დანაწევრებითი რეზექცია. რას ნიშნავს ის და რამდენად აქვს უპირატესობა სხვა სახის პროცედურებთან შედარებით?
 
ღვიძლის ორეტაპიანი რეზექცია ანუ ეგრეთ წოდებული ALPPS და LAPS ტექნიკით ღვიძლის ეტაპობრივი რეზექცია, რა იგულისხმება ამის ქვეშ: ღვიძლის გაფართოებული რეზექციის დროს პირველ ეტაპად ხდება კარის ვენის დაზიანებული წილის მხარეს გადაკვანძვა და რეზექციის ხაზის აბლაცია.
1-2 კვირის განმავლობაში შესაძლებელია ნარჩენი მცირე ღვიძლის ზომაში მატება და მთელი ფუნქციის თავის თავზე აღება. ამის შემდგომ კი ხდება ღვიძლის დაზიანებული ნაწილის უსაფრთხო რეზექცია. ეს მეთოდი უახლოეს წარსულში არაოპერაბელურ შემთხვევებში ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

ჩვენს კლინიკაში 2018 წელს პირველად, პროფესორ, ქირურგ ოლეგ კვიციანის ხელმძღვანელობით შესრულდა აღნიშნული ოპერაცია ქოლანგიოკარცინომის გამო, პაციენტი დღემდე თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და სიმსივნის რეციდივი საბედნიეროდ, ჯერ არ აღინიშნა.
 

ასევე, თქვენვე უზრუნველყოფთ ღვიძლის პირველადი და მეორადი კერების მიკროტალღურ აბლაციას. რას ნიშნავს ეს პროცედურა და როდის არის ის საჭირო?
 
მიკროტალღური აბლაციარადიოტალღური აბლაციისგან სხვა მექანიზმით, ნემსის ირგვლივ წარმოქმნილი ელექტრული ველი იწვევს ქსოვილში წყლის და სიმსივნური უჯრედების მოძრაობას, ამის ხარჯზე მაღალი ტემპერატურის წარმოქმნას და სიმსივნის დესტრუქციას.

მიკროტალღური ნემსის მოთავსება აქაც ხორციელდება ექოსკოპიის კონტროლით, როგორც ღია ქირურგიული ასევე ლაპაროსკოპული მეთოდით. აქვე დავძენ, რომ დესტრუქციის დიამეტრი განისაზღვრება 6 სმ-ით, მაგრამ საღ ქსოვილში ვრცელდება 0.5 სმ-ზე, რაც საშუალებას იძლევა, აბლაცია ჩატარდეს მსხვილი კალიბრის სისხლძარღვებთან და სადინრებთან უფრო ახლოს, ვიდრე რადიოტალღურის დროს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს სიმულტანური აბლაცია, ანუ 2 ან 3 ნემსით აბლაცია, რაც საშუალებას იძლევა 8-9 სანტიმეტრამდე დიამეტრის სიმსივნეებზე აბლაციის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ აბლაციის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა კომბინირებული ოპერაციების წარმოების შესაძლებლობა იმ შემთხვევებშიც კი, რომლებიც უახლოეს წარსულიში არაოპერაბელურად ითვლებოდა
 
კლინიკა მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე, სად მოხდა კადრების გადამზადება?
 
ჩვენი კლინიკა ამ საკითხებში თანამშრომლობს ბრიტანეთის და ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლინიკასთან Kings collage Hospital და მის წამყვან სპეციალისტებთან. აღნიშნულ კლინიკაში ტრენინგი გაიარა ჩვენი კლინიკის ყველა რგოლის სპეციალისტმა და შესაბამისად ფლობს აუცილებელ უნარ-ჩვევებს. გვაქვს თითქმის ყოველდღიური ინფორმაციის გაცვლა და საჭიროებისას ონლაინ კონსულტაციები.

პერიოდულად ხორციელდება მათი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და კლინიკაში, მათი რეკომენდაციით მოხდა უნიკალური აპარატის შეძენა, რომელიც საშუალებას იძლევა, წარმოებული იქნას როგორც რადიოტალღური ისე მიკროტალღური აბლაცია, რაც სიახლეა არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ბევრი წამყვანი კლინიკისთვის.

ჩვენი თანამშრომლობა "კინგს კოლეჯ ჰოსპიტალთან" საბოლოო ჯამში, ემსახურება იმას, რომ ჩვენს კლინიკაში ჩამოყალიბდეს ძლიერი და მაღალკვალიფიციური გუნდი, შემდგომში ბრიტანელ სპეციალისტებთან ერთად წარმატებული ღვიძლის ტრანსპლანტაციების წარმოებისთვის.

თანამედროვე აპარატურა ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული ოპერაციისთვის, რა აპარატურას იყენებს კლინიკა?
თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა აუცილებელია უსაფრთხო და წარმატებული ურთულესი ქირურგიული ჩარევების წარმოებისთვის, ულტრაბგერითიდან, ეგრეთ წოდებული CUSA, რომელიც ღვიძლის რეზექციისას მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლის დანაკარგს და ის მინიმუმამდე დაყავს, აგრეთვე არგონის კვეთა და კოაგულაცია ანუ მცირე ზომის სადინრების და სისხლძარღვების მოწვა. ასევე, აბლაციის გენერატორი რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

აგრეთვე დამონტაჟებულია ანესთეზია-რეანიმაციისთვის უახლესი აპარატურა, როგორიცაა სითხის სწრაფი გადასხმის და გათბობის აპარატი, უნიკალური მონიტორები რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების მუდმივ კონტროლს ოპერაციის და პოსტოპერაციულ პერიოდში. ყველა დიდი მასშტაბის ოპერაციის დროს ვიყენებთ Cell Saver-ს, რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციის მსვლელობაში დაკარგული სისხლის პაციენტისთვის აუტოტრანსფუზიას ანუ უკან გადასხმას.

Cell Saverსაშუალებას გვაძლევს, მინიმუმამდე შევამციროთ სისხლის დანაკარგი და შევამციროთ კონსერვირებული სისხლის გადასხმის აუცილებლობა, შესაბამისად ტრანსფუზიით გამოწვეული გართულებების და გვერდითი მოვლენების რისკიც. დღეს, ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ამ აპარატურის თანამედროვე და უახლესი მოდელებით. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ღვიძლზე ურთულესი ქირურგიული ჩარევების წარმატებით ჩატარებას.
 

← უკან