online.mkurnali.ge
პროფილი FACT SHEET
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

პირველი დახმარება თვალებისთვის

თვალზე, სხვა ორგანოების მსგავსად, შესაძლებელია სხვადასხვა დაავადება განვითარდეს. ოკულისტების პრაქტიკაში ყველაზე ხშირი, ტიპური ჩივილია: ქუთუთოების ანთება.

ქუთუთოები შეწითლებული და შესივებულია, სახეს აქვს მოწყენილი, ავადმყოფური გამომეტყველება. ასეთი ანთების თვითმკურნალობას ნუ შეეცდებით, საჭიროა ექიმ-სპეციალისტთან მიმართვა.

თვალების სიწითლე
აღნიშნულ დაავადებას ხშირად ახლავს ქუთუთოების შეწებება, განსაკუთრებით დილაობით, გაღვიძებისას. ქუთუთოების შეწებება ინფექციის ნიშანია. ნუ დაინიშნავთ თვალის წვეთებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

კონიუნქტივიტი
ძირითადი ნიშნებია ტკივილი, ქავილი, ცრემლდენა და თვალების სიწითლე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ინფექცია, უცხო სხეული ან თვალშიდა წნევის მომატება.

უცხო სხეული თვალში
რადგანაც თვალში დიდი რაოდენობით ნერვული დაბოლოებაა თავმოყრილი, ქუთუთოს ქვეშ მოხვედრილი მტვრის უმცირესი ნაწილაკიც კი შეიძლება ძალიან შემაწუხებელი აღმოჩნდეს. შეიძლება თავად ვერ ამოიღოთ უცხო სხეული, ამიტომ მიმართეთ პირველივე სამედიცინო დაწესებულების ექიმ-სპეციალისტს.

ჯიბლიბო
ჯიბლიბო ქუთუთოს კიდის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე მიზეზმა: ინფექციამ, ქუთუთოების ანთებამ ან კანის დაავადებამ.

 

ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, რადგან არასწორად შერჩეულმა მალამომ ან არასათანადო პროცედურამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და ოპერაციაც კი გახდეს საჭირო.

პირველი დახმარება თვალებისათვის

  • თვალებმა რომ დაისვენოს და იბრწყინოს, საჭიროა ბნელ ოთახში გახელილი თვალებით წამოწოლა, მოდუნება.
  • თვალის დაღლილობის პირველივე ნიშნებისას რეკომენდებულია მონაცვლეობით ცივი და თბილი კომპრესების გაკეთება.
  • კომპრესებისათვის წყალს შეიძლება დაამატოთ გვირილა, ჩაი ან კამის თესლის ნაყენი.
  • ზოგიერთი სპეციალისტი თვალების დაღლილობის დროს ოხრახუშის ნაყენის კომპრესებს ურჩევს. აღნიშნული პროცედურა დაახლოებით 15 წუთს მოითხოვს.
  • თვალების დაღლილობის მოსახსნელი ჩაის ან ოხრახუშის ნახარშის კომპრესები ასე უნდა მომზადდეს.
    ბამბის ტამპონები ჩაუშვით თბილ სითხეში და დაიდეთ დახუჭულ თვალებზე. ბამბა უნდა ფარავდეს მთელ სივრცეს – წარბებიდან თვალის ქვედა ჩაღრმავებამდე, გააჩერეთ 1-2 წუთი. პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ. შემდეგ გაიკეთეთ ცივი წყლის კომპრესი და წაისვით მკვებავი კრემი.
  • კარგ ეფექტს იძლევა რძის, ნაღების კომპრესები. ნაღებში დასველებული ტამპონები 3-5 წუთში ახშობენ ანთებასა და სიწითლეს.

ლალი ჩხიკვაძე

#!#

← უკან