online.mkurnali.ge
პროფილი FACT SHEET
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი
Online.mkurnali.ge-ს შესახებ

ჯანმრთელობა, დაგვეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდი და წარმატებული ცხოვრებისთვის. თუ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ეს ხელს შეუშლის ცხოვრების ყველა დანარჩენ სფეროში წარმატების მიღწევაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდულად გამოკვლევების ჩატარება, პრობლემების აღმოჩენა და  დროულად მათი მოგვარება.

Online.mkurnali.ge არის Hotsale.ge-ს და Mkurnali.ge-ს ერთობლივი პროექტი, რომელიც გთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას მაქსიმალური დანაზოგით, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს.

პორტალზე წარმოდგენილია ცალ-ცალკე კატეგორიებად დაყოფილი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, როგორიც არის ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული, რადიოლოგიური, კომპლექსური კვლევები, სტომატოლოგია და ესთეტიკური მედიცინა. აქვე შეხვდებით სამედიცინო პროდუქციის განყოფილებას, რომელშიც სხვადასხვა სახის აღჭურვილობა (მათ შორის COVID-19-ის მართვისთვის განკუთვნილი) მსხვილი დანაზოგით არის წარმოდგენილი.

პანდემიიდან გამომდინარე, Online.mkurnali.ge-ზე მნიშვნელოვანი როლი ეთმობა COVID-19-ის რისკ ჯგუფში მყოფ ან უკვე დადასტურებული პასუხის მქონე პირებს. ვებ-გვერდზე თვალსაჩინოდ არის გამოტანილი COVID-19-თან დაკავშირებული ისეთი სერვისები, როგორიცაა კონსულტაცია, PCR ტესტების ჩატარება, ექოსკოპია და სხვა ხარისხიანი მომსახურება ბინაზე მისვლით.

თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია! Online.mkurnali.ge  კი დაგეხმარებათ თანხის დაზოგვაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროს.